გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
რევაზ ინანიშვილის ყველა მოთხრობა თუ ნოველა ცალკე უნდა განიხილო,რადგან ყველაზე მცირე ზომის თხზულებაშიც კი დიდი სათქმელია ჩატეული.
სწორედ რომ ცალ-ცალკე განიხილეს მისი მოთხრობები,გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მზია ტყემალაძისა და სკოლის ბიბლიოთეკის გამგის -სვეტლანა კონჯარიას ორგანიზებით.