გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან და ფიზიკის მასწავლებელთან ერთად ექპერიმენტორიუმს ვესტუმრეთ.
ექსპერიმენტორიუმი საოცარი ექსპონატებითაა აღჭურვილი. გიდი ექსკურსიას კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართავდა. ამდენად, ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულები. ვცდილობდით ვარაუდის გამოთქმას, თუ როგორ დასრულდებოდა ესა თუ ის ცდა, ხოლო მიღებულ შედეგებს შესაბამის ახსნას ვუძებნიდით. ფიზიკის მასწავლებელი, ზინა გველესიანი, ჩვენით ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან ყველა შეკითხვას სწორად ვუპასუხეთ.
მეათე კლასის დამრიგებელი მაია ჯაჯანიძე იუბილარი გახლდათ. ამიტომ მას საგანგებო ადგილი შევურჩიეთ - ლურსმნებით მოჭედილი სკამი. ასეთი სკამი ნამდვილად მოსახერხებელია წონის სწორად განაწილების გამო.
განსაკუთრებით მოგვეწონა, რომ ყველა ექსპონატს უშუალოდ შევეხეთ, მარტივი ცდები თვითონვე ჩავატარეთ. კარგად ვიხალისეთ, როცა შევძელით საკუთარი თავის აწევა ჭოჭონაქის საშუალებით, გაუჩინარება სარკეების დახმარებით, სახეების შერწყმით ახალი სახის მიღება, ჰაერის ზარბაზნით მოწინააღმდეგის "დაბომბვა". კიდევ ერთხელ ყველამ ვაღიარეთ, რომ ფიზიკის ცოდნა აუცილებელია.
სკოლაში კმაყოფილები და ბედნიერები დავბრუნდით.