გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
ჩვენს სკოლაში სხვა ბევრ საჭირო საგანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ხელოვნებასაც ენიჭება. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ჩვენთან დგამენ!