გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
მაისი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
სიახლეები
27
2017

თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს კარგი განათლება და აღიზარდოს თბილ, მეგობრულ გარემოში, გირჩევთ არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩეროთ.
კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია (10 მოსწავლემდე).

სკოლა გთავაზობთ სწავლების მაღალ დონეს ესთეტიკური აღზრდის პროგრამას; მრავალფეროვან პროექტებს.

სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი და მოსამზადებელი ჯგუფი. ინგლისური ენის სწავლება იწყება I კლასიდან, ხოლო რუსული- III კლასიდან.
სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან ერთად ისწავლება სტანდარტსზევით საგნები: სახალისო მათემატიკა (III კლასიდან), ჭადრაკი (I-VI კლასი) და სხვა.


V კლასის ზევით სკოლაში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე. V კლასიდან მათემატიკა ისწავლება გაძლიერებულად (კვირაში 7 საათი), ხოლო ფიზიკის სწავლება VII კლასიდან იწყება.

XI-XII კლასებში ისწავლება ზოგადი უნარები.
ჩვენი მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და გარკევული წარმატებებიც გვაქვს. ჩვენი სკოლა რეგულარულად უწევს ორგანიზებას გასართობ და შემეცნებით ექსკურსიებს მუზეუმებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ჩვენს სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდოლოგიით, შექმნილია კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო ბავშვებისათვის. სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. სწავლა კლასში იწყება 9.30 სთ-ზე, ბავშვები სკოლაში რჩებიან 17.00 საათამდე. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ფუნქციონირებს თითოეული კლასისთვის გახანგრძლივებული ჯგუფი. მოსწავლეები სადილობენ, მეცადინეობენ, ისვენებენ და ერთობიან პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ.


სკოლას აქვს ინფორმატიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია, ასევე მუსიკისა და ხელოვნების კაბინეტები, სპორტული დარბაზი, კალათბურთის მოედანი და კეთილმოწყობილი ეზო. რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, სკოლას აქვს მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების წრე ( ხატვა, ქარგვა, ქსოვა, კერვა და სხვა).
გვეწვიეთ, რათა მეტი შეიტყოთ ჩვენ შესახებ.

19
2012
სკოლის მანდატურის სამსახური
ახალი წლიდან სკოლას ეყოლება მანდატური. გთხოვთ ყველანაირად ხელი შეუწყოთ და დაეხმაროთ მას ჩვენი სკოლის უკეთ გაცნობაში. ეს ყველაფერი ...
31
2011
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
...
27
2011
უფროსკლალსელებისა და მშობლების საყურადღებოდ!
გურამ დევდარიანის საავტორო სკოლა გიწვევთ 2012 წლის საახალწლო კონცერტზე. რომელიც ორგანიზირებულია გაერთიანებული დაწყებითი კლასის მოსწავლეებისა ...
23
2011
გილოცავთ გიორგობას!
წმ. გიორგის დღე (გიორგობა) ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნება 23 აპრილს ...
14
2011
გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
სვეტიცხოვლობა მცხეთის – საქართველოს ძველი დედაქალაქის დღეა. გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს. არა მყოლია მეციხოვნენი, არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი, მე ...
15
2011
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, რომელსაც წელს სკოლის ახალ შენობაში ვხვდებით, იმედია მოგენატრათ თქვენი მასწავლებელები, მეგობრები და კლასელები. ...
08
2011
ავტორიზაცია
დღეს განიხილებოდა გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიენიჭების საკითხი. სკოლამ წარმატებით დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნილი სტანდარტი და ...
15
2011
უპირველეს ყოვლისა
პრესტიჟულ სკოლას ეძებთ? თქვენი უნარისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლინება გსურთ? მცირეკონტინგენტიან ჯგუფში გინდათ სწავლა? ფიზიკა და მატემატიკა ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >