გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
მაისი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
სიახლეები
27
2017

თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს კარგი განათლება და აღიზარდოს თბილ, მეგობრულ გარემოში, გირჩევთ არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩეროთ.
კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია (10 მოსწავლემდე).

სკოლა გთავაზობთ სწავლების მაღალ დონეს ესთეტიკური აღზრდის პროგრამას; მრავალფეროვან პროექტებს.

სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი და მოსამზადებელი ჯგუფი. ინგლისური ენის სწავლება იწყება I კლასიდან, ხოლო რუსული- III კლასიდან.
სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან ერთად ისწავლება სტანდარტსზევით საგნები: სახალისო მათემატიკა (III კლასიდან), ჭადრაკი (I-VI კლასი) და სხვა.


V კლასის ზევით სკოლაში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე. V კლასიდან მათემატიკა ისწავლება გაძლიერებულად (კვირაში 7 საათი), ხოლო ფიზიკის სწავლება VII კლასიდან იწყება.

XI-XII კლასებში ისწავლება ზოგადი უნარები.
ჩვენი მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და გარკევული წარმატებებიც გვაქვს. ჩვენი სკოლა რეგულარულად უწევს ორგანიზებას გასართობ და შემეცნებით ექსკურსიებს მუზეუმებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ჩვენს სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდოლოგიით, შექმნილია კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო ბავშვებისათვის. სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. სწავლა კლასში იწყება 9.30 სთ-ზე, ბავშვები სკოლაში რჩებიან 17.00 საათამდე. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ფუნქციონირებს თითოეული კლასისთვის გახანგრძლივებული ჯგუფი. მოსწავლეები სადილობენ, მეცადინეობენ, ისვენებენ და ერთობიან პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ.


სკოლას აქვს ინფორმატიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია, ასევე მუსიკისა და ხელოვნების კაბინეტები, სპორტული დარბაზი, კალათბურთის მოედანი და კეთილმოწყობილი ეზო. რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, სკოლას აქვს მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების წრე ( ხატვა, ქარგვა, ქსოვა, კერვა და სხვა).
გვეწვიეთ, რათა მეტი შეიტყოთ ჩვენ შესახებ.

18
2022
ექსკურსია ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში
კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენს სკოლაში: მუსიკის პედაგოგის მარი თაბუკაშვილის ინიციატივით V-VI კლასის მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ ქართული ხალხური სიმღერისა ...
25
2022
გაზაფხული სამების მონასტერში
გაზაფხულის შემობრძანებისთანავე მე-6 კლასმა(დამრიგებელი-ნათელა ტაბატაძე) გაისეირნა ქალაქში, იყვნენ სამების მონასტერში. ...
19
2022
ლაშქრობა ყეენის მთაზე
კიდევ ერთი საინტერესო დღე სკოლაში სკოლის მოგზაურთა კლუბმა (ხელმძღვანელი-ისტორიის პედაგოგი ლალი მარღიშვილი) მოაწყო ლაშქრობა ყეენის მთაზე, ზურაბ წერეთლის მემორიალური კომპლექსის ...
14
2022
დედაენის დღე
პირველი კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი-ცისანა ჭარბაძე) დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა,იყვნენ დედაენის ბაღშიც. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო ...
14
2022
ზოგი რამ ვაჟას ცხოვრებიდან
სკოლაში ჩატარდა საღამო თემაზე: ,, ზოგი რამ ვაჟას ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან'' ( ხელმძღვანელი : ...
07
2022
პოეზიის საღამო
სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე: ,, ჩვენ ვკითხულობთ გალაკტიონს". (კლ. დამრიგებელი-მზია ტყემალაძე; ბიბლიოთეკარი-სვეტა კონჯარია). ...
28
2022
პითაგორელთა დასკვნები ნატურალური რიცხვების შესახებ.
დღეს ჩვენს სკოლაში გამორჩეულად საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.ბავშვებმა წარმოადგინეს პითაგორელთა დასკვნები ნატურალური რიცხვების შესახებ.თურმე 9 "მტკიცე რიცხვი" ყოფილა,17-"ცუდი რიცხვი",5-"ქორწინების სიმბოლო",220 ...
20
2021
2021წ. 20 დეკემბერს ახალ წელთან დაკავშირებით, გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან ერთად ესტუმრნენ გასართობ ცენტრს.
დღეს დიდი ხმაური იყო ჩვენს სკოლაში. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იზეიმეს ახალი წელი ( პედაგოგები: ცისანა ჭარბაძე, რუსუდან მელძე, ...
19
2021
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა- მათემატიკური სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო -ფიზიკის კათედრაზე ჩაუტარდათ.
(მასწავლებელი: ზინა გველესიანი) პროფესორი დავით სონღულაშვილი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ხშირად მასპინძლობს. მის ლაბორატორიაში მრავალი საინტერესო ცდის ნახვაა შესაძლებელი. ...
08
2021
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებს ფიზიკის გასვლითი გაკვეთილი პედაგოგმა ზინა გველესიანმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაუტარა.
საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. ბატონმა დავითმა ორი საათი დაჰყო მათთან და ისაუბრა ვირტუალური, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >