გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
მაისი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
სიახლეები
27
2017

თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს კარგი განათლება და აღიზარდოს თბილ, მეგობრულ გარემოში, გირჩევთ არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩეროთ.
კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია (10 მოსწავლემდე).

სკოლა გთავაზობთ სწავლების მაღალ დონეს ესთეტიკური აღზრდის პროგრამას; მრავალფეროვან პროექტებს.

სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი და მოსამზადებელი ჯგუფი. ინგლისური ენის სწავლება იწყება I კლასიდან, ხოლო რუსული- III კლასიდან.
სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან ერთად ისწავლება სტანდარტსზევით საგნები: სახალისო მათემატიკა (III კლასიდან), ჭადრაკი (I-VI კლასი) და სხვა.


V კლასის ზევით სკოლაში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე. V კლასიდან მათემატიკა ისწავლება გაძლიერებულად (კვირაში 7 საათი), ხოლო ფიზიკის სწავლება VII კლასიდან იწყება.

XI-XII კლასებში ისწავლება ზოგადი უნარები.
ჩვენი მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და გარკევული წარმატებებიც გვაქვს. ჩვენი სკოლა რეგულარულად უწევს ორგანიზებას გასართობ და შემეცნებით ექსკურსიებს მუზეუმებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ჩვენს სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდოლოგიით, შექმნილია კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო ბავშვებისათვის. სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. სწავლა კლასში იწყება 9.30 სთ-ზე, ბავშვები სკოლაში რჩებიან 17.00 საათამდე. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ფუნქციონირებს თითოეული კლასისთვის გახანგრძლივებული ჯგუფი. მოსწავლეები სადილობენ, მეცადინეობენ, ისვენებენ და ერთობიან პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ.


სკოლას აქვს ინფორმატიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია, ასევე მუსიკისა და ხელოვნების კაბინეტები, სპორტული დარბაზი, კალათბურთის მოედანი და კეთილმოწყობილი ეზო. რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, სკოლას აქვს მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების წრე ( ხატვა, ქარგვა, ქსოვა, კერვა და სხვა).
გვეწვიეთ, რათა მეტი შეიტყოთ ჩვენ შესახებ.

25
2014
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ბედნიერების მონტანი ყოფილიყოს ახალი 2015 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთავის! ...
02
2013
გრძელდება მიღება 2013-2014 სასწავლო წლისთვის I-XII კლასებში
გურამ დევდარიანის საავტორო სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას 2013-2014 სასწავლო წლისთვის I-XII კლასებში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: ...
30
2013
ვაკანსია - მათემატიკის მასწავლებელი
გურამ დევდარიანის საავტორო სკოლას ესაჭიროება მათემატიკის მასწავლებელი უფროსი კლასებისათვის. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სკოლის ადმინისტრაციას 2-დან 10-ი ...
15
2013
უფროსკლასელებს გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
უფროსკლასელებს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებას ახალ ცხოვრებაში! ...
05
2013
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ...
18
2013
გილოცავთ ახალ 2013 წელს !
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გისურვებთ წარმატებებს ...
20
2012
საიტზე განახლდა პედაგოგთა სია
განახლებული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ...
17
2012
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
...
21
2012
2012 წლის გამოსაშვები გამოცდები
წლევანდელი გამოსაშვები გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე. წ. Gcat browser-ი შეიქმნა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ტესტირების დაცულობასა ...
18
2012
ბოლო ზარი
გილოცავთ სასწავლო წლის დამთავრებას, ხოლო მეთორმეტე კლასდამთავრებულსებს გისურვებთ წარმატებებს გამოსაშვებ გამოცდებში.სულ მალე სულ სხვა ახალი ცხოვრებას დაიწყებთ ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >