გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა -მათემატიკური სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას I-XII კლასების ჩათვლით.
სწავლა იწყება 9:00 სთ-ზე. ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის ჯგუფები საღამოს 7 სთ-მდე, ორჯერადი კვებით.
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს ათი მოსწავლისა.
სკოლაში მე-5 კლასიდან გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა, ასევე მე-7 კლასიდან- ფიზიკა, მე-11 და მე-12 კლასებში- ლოგიკა.
სკოლაში ფუნქციონირებს ცეკვის სტუდია და ხატვის წრე.
მისამართი:საბურთალო, ნადირაძის ქ.№ 26 თემქა, ჩარგლის ქ.№ 79.
ტელ. 2 30-40-47;2-22-28-60;
551 33 52 68;
599 47 48 65;
593 17-17-22;