გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სიახლეები
16
2017

შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან და ფიზიკის მასწავლებელთან ერთად ექპერიმენტორიუმს ვესტუმრეთ.
ექსპერიმენტორიუმი საოცარი ექსპონატებითაა აღჭურვილი. გიდი ექსკურსიას კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართავდა. ამდენად, ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულები. ვცდილობდით ვარაუდის გამოთქმას, თუ როგორ დასრულდებოდა ესა თუ ის ცდა, ხოლო მიღებულ შედეგებს შესაბამის ახსნას ვუძებნიდით. ფიზიკის მასწავლებელი, ზინა გველესიანი, ჩვენით ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან ყველა შეკითხვას სწორად ვუპასუხეთ.
მეათე კლასის დამრიგებელი მაია ჯაჯანიძე იუბილარი გახლდათ. ამიტომ მას საგანგებო ადგილი შევურჩიეთ - ლურსმნებით მოჭედილი სკამი. ასეთი სკამი ნამდვილად მოსახერხებელია წონის სწორად განაწილების გამო.
განსაკუთრებით მოგვეწონა, რომ ყველა ექსპონატს უშუალოდ შევეხეთ, მარტივი ცდები თვითონვე ჩავატარეთ. კარგად ვიხალისეთ, როცა შევძელით საკუთარი თავის აწევა ჭოჭონაქის საშუალებით, გაუჩინარება სარკეების დახმარებით, სახეების შერწყმით ახალი სახის მიღება, ჰაერის ზარბაზნით მოწინააღმდეგის "დაბომბვა". კიდევ ერთხელ ყველამ ვაღიარეთ, რომ ფიზიკის ცოდნა აუცილებელია.
სკოლაში კმაყოფილები და ბედნიერები დავბრუნდით.

27
2022
დღეს კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე აჩუქეს მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების პედაგოგმა ნანი ჯამბაზიშვილმა და კლასის დამრიგებელმა ნათელა ტაბატაძემ. ბავშვებმა დაათვალიერეს არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების კოლექცია.
...
18
2022
ისტორიის პედაგოგმა ლალი მარღიშვილმა სხვადასხვა კლასის ბავშვები ამუშავა საინტერესო პროექტებზე : 1. ,,ტოპოგრაფიული ნიშნები
...
12
2022
ჩვენი სკოლის პირველკლასელი (კლ. ხელმძღვანელი-სოფო სვიანაძე) ფერიები მოეფერნენ ,, აი იას".
...
10
2022
ხელოვნების პედაგოგმა ნანი ჯამბაზიშვილმა კიდევ ერთი ხალისიანი დღე აჩუქა მოსწავლეებს. პატარების სურვილის გათვალისწინებით ჩაატარა ასფალტზე ხატვის კონკურსი თავისუფალ თემაზე. აქტიურ კლასებს გადაეცათ სიგელები.
...
09
2022
დღეს საინტერესო დღე გვქონდა: დავათვალიერეთ ისტორიის მუზეუმი(ქარვასლა) და ახალ-ახალი ინფორმაციებით დატვირთულები დავბრუნდით სკოლაში
...
15
2022
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას
...
29
2022
წლის ბოლოს დარიალის ხეობაშიც გავისეირნეთ...
...
15
2022
სასწავლო წელიც დასრულდა... დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ბევრი იმხიარულეს ამ დღეს...
ასწავლო წელიც დამთავრდა... დაწყებითი კლასების მოსწავლეები მხიარულად დაემშვიდობნენ სკოლას, გადაეცათ სამახსოვრო სიგელები... ...
10
2022
კიდევ ერთი ხალისიანი და საინტერესო დღე სასწავლო წლის ბოლოს
გავისეირნეთ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საიდანაც შთაბეჭდილებით დატვირთულები დავბრუნდით! ...
23
2022
ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი
გრძელდება საინტერესო ამბები ჩვენს სკოლაში. დღეს მოსწავლეები, ბიბლიოთეკის გამგის სვეტა კონჯარიას ინიციატივით, ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს.სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოხდა ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >