გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე აღნიშნეს და განაცხადეს -
,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს''!