გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სიახლეები
19
2021

(მასწავლებელი: ზინა გველესიანი) პროფესორი დავით სონღულაშვილი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ხშირად მასპინძლობს. მის ლაბორატორიაში მრავალი საინტერესო ცდის ნახვაა შესაძლებელი. ბატონი დავითი უშურველად ხარჯავს თავის დროს და ენერგიას მოსწავლეებთან შეხვედრისას. ამჯერადაც ყოველი ცდის ჩატარებისას ცდილობდა მოსწავლეებისთვის ფიზიკის საგნის პრაქტიკულ- გამოყენებითი მხარე ეჩვენებინა. VII -კლასელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გარემო იყო. VIII-IX კლასის მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ მოძრაობის კინემატიკა, დინამიკა და წონასწორობის სახეები. მათთვის მარტივად გასაგები იყო ამ თემებზე ნაჩვენები ცდები. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ რეალურ- ვირტუალური ლაბორატორია. მისი დახმარებით გააცოცხლეს წიგნის გვერდები და ტყვიამფრქვევიდან გასროლილი ჭურვის მოძრაობის პარამეტრებს დააკვირდნენ. რობოტი ,,ღამურა“, ,,სვანი“ რობოტი, რომელსაც ვერტიკალურ ზედაპირზე ხატვა შეუძლია, მოცეკვავე -მოსაუბრე რობოტი- მექანოიდი გარკვეული დროით მოსწავლეების მეგობრებად იქცნენ და მათ მითითებებს ასრულებდნენ. განსაკუთრებით ბევრი დავალების შესრულება მომღერალ რობოტს მოუწია, რომელიც იმითაც გამორჩეული იყო, რომ ვირტუალური დირიჟორის ხელმძღვანელობით უკრავდა.

15
2016
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!
გურამ დევდარიანის საავტორო სკოლა იწყებს მოსწავლეთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისთვის I კლასში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 230-40-47; 599 ...
08
2016
მასწავლებელთა ტრენინგი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ქ-ნ ირინა სამსონიამ და კონსულტანტმა ბ-ნმა თამაზ ტატიშვილმა ჩაატარეს ტრენინგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ...
15
2016
KINGS -ის ოლიმპიადა.
ვულოცავთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს KINGS -ის მათემატიკის, ქართულისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში მიღწეულ წარმატებებს. ...
30
2015
ახალი წელი - ახალი იმედები!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ...
15
2015
სტუმრად ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში.
უფროსკლასელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს ესტუმრნენ გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები და ფიზიკის მასწავლებლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ...
20
2015
სწავლა დაიწყო.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს! ...
30
2015
12 კლასი!
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა–მათემატიკური სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა XII კლასელს საატესტატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ...
10
2015
ღია გაკვეთილი.
V კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში "ზომის ერთეულები" ...
15
2015
სააღდგომო ნახატები.
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა–მათმატიკური სკოლის მოსწავლეები ორიგინალური ელექტრონული სააღდგომო ნახატებით გვილოცავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ...
15
2015
ფიროსმანის ნახატი.
მოსწავლეები ეწვიენ ხელოვნების მუზეუმს და დაათვალიერეს ფიროსმანის ახლად აღდგენილი ნახატი „ ნადირობა ინდოეთში“. ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >