გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სიახლეები
08
2021

საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. ბატონმა დავითმა ორი საათი დაჰყო მათთან და ისაუბრა ვირტუალური, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების უპირატესობებზე. მრავალი საინტერესო ცდა აჩვენა მოსწავლეებს მათი უშუალო ჩართულობით: ბგერის სიჩქარის გაზომვა, მექანიკური ტალღების გავრცელება, დრეკადობის ძალის გაზომვა, კონდენსატორების გამოყენება, ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა და სხვ. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ მაიკელსონის ცდა, სინათლის სიჩქარის გაზომვა ხომ ძალიან რთულია და ვირტუალურ ლაბორატორიაში ეს მარტივად მოხერხდა. უსინათლოებისთვის შემუშავებული ხმოვანი ლაბორატორია საუკეთესოა. თუ ფართო წარმოებაში ისეთი კარადების ჩაშვება მოხდება, როგორიც ბატონმა დავითმა შეიმუშავა, ბევრ უსინათლო ადამიანს ცხოვრებას ძალიან გაუმარტივებს. მოსწავლეებმა გაიცნეს რობოტი „ღამურა“, რობოტი „სვანი ობობა“, მომღერალი კოკა-კოლას ქილები. ისინი მოიხიბლნენ რობოტი „მეგანოიდით“, რომელიც სიამოვნებით ესაუბრება ადამიანებს, სეირნობს მათთან ხელჩაკიდებული და ცეკვავს მათივე მითითებებით. ფიზიკის გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს ისტორიკოსმა დამრიგებლებმა მაია ჯავაშვილმა და ლელა თვალიაშვილმა. ბატონი დავითი უშურველად ხარჯავს თავის დროს და ცოდნას მოსწავლეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიზიკა არასტანდარტულ აზროვნებას ავითარებს და თანამედოვე ტექნოლოგიების განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს. ერთობლივი პროექტების განხორციელებაც შესთავაზა მოსწავლეებს. იმედია, მასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

19
2012
სკოლის მანდატურის სამსახური
ახალი წლიდან სკოლას ეყოლება მანდატური. გთხოვთ ყველანაირად ხელი შეუწყოთ და დაეხმაროთ მას ჩვენი სკოლის უკეთ გაცნობაში. ეს ყველაფერი ...
31
2011
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
...
27
2011
უფროსკლალსელებისა და მშობლების საყურადღებოდ!
გურამ დევდარიანის საავტორო სკოლა გიწვევთ 2012 წლის საახალწლო კონცერტზე. რომელიც ორგანიზირებულია გაერთიანებული დაწყებითი კლასის მოსწავლეებისა ...
23
2011
გილოცავთ გიორგობას!
წმ. გიორგის დღე (გიორგობა) ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნება 23 აპრილს ...
14
2011
გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
სვეტიცხოვლობა მცხეთის – საქართველოს ძველი დედაქალაქის დღეა. გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს. არა მყოლია მეციხოვნენი, არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი, მე ...
15
2011
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, რომელსაც წელს სკოლის ახალ შენობაში ვხვდებით, იმედია მოგენატრათ თქვენი მასწავლებელები, მეგობრები და კლასელები. ...
08
2011
ავტორიზაცია
დღეს განიხილებოდა გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიენიჭების საკითხი. სკოლამ წარმატებით დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნილი სტანდარტი და ...
15
2011
უპირველეს ყოვლისა
პრესტიჟულ სკოლას ეძებთ? თქვენი უნარისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლინება გსურთ? მცირეკონტინგენტიან ჯგუფში გინდათ სწავლა? ფიზიკა და მატემატიკა ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >