გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სიახლეები
08
2021

საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. ბატონმა დავითმა ორი საათი დაჰყო მათთან და ისაუბრა ვირტუალური, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების უპირატესობებზე. მრავალი საინტერესო ცდა აჩვენა მოსწავლეებს მათი უშუალო ჩართულობით: ბგერის სიჩქარის გაზომვა, მექანიკური ტალღების გავრცელება, დრეკადობის ძალის გაზომვა, კონდენსატორების გამოყენება, ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა და სხვ. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ მაიკელსონის ცდა, სინათლის სიჩქარის გაზომვა ხომ ძალიან რთულია და ვირტუალურ ლაბორატორიაში ეს მარტივად მოხერხდა. უსინათლოებისთვის შემუშავებული ხმოვანი ლაბორატორია საუკეთესოა. თუ ფართო წარმოებაში ისეთი კარადების ჩაშვება მოხდება, როგორიც ბატონმა დავითმა შეიმუშავა, ბევრ უსინათლო ადამიანს ცხოვრებას ძალიან გაუმარტივებს. მოსწავლეებმა გაიცნეს რობოტი „ღამურა“, რობოტი „სვანი ობობა“, მომღერალი კოკა-კოლას ქილები. ისინი მოიხიბლნენ რობოტი „მეგანოიდით“, რომელიც სიამოვნებით ესაუბრება ადამიანებს, სეირნობს მათთან ხელჩაკიდებული და ცეკვავს მათივე მითითებებით. ფიზიკის გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს ისტორიკოსმა დამრიგებლებმა მაია ჯავაშვილმა და ლელა თვალიაშვილმა. ბატონი დავითი უშურველად ხარჯავს თავის დროს და ცოდნას მოსწავლეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიზიკა არასტანდარტულ აზროვნებას ავითარებს და თანამედოვე ტექნოლოგიების განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს. ერთობლივი პროექტების განხორციელებაც შესთავაზა მოსწავლეებს. იმედია, მასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

04
2017
ფაუნალენდ - კონტაქტურ ზოოპარკი
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ Fauna land ფაუნალენდ - კონტაქტურ ზოოპარკს. პატარებს აღტაცება მოჰგვარა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ...
27
2017
ეს ჩვენი სკოლაა
თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს კარგი განათლება და აღიზარდოს თბილ, მეგობრულ გარემოში, გირჩევთ არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩეროთ.კლასებში მოსწავლეთა ...
09
2017
მათემატიკის კვირეულის დასკვნითი ლექცია.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწაავლეები 9 თებერვალს გაეცნენ მათემატიკის კანონზომიერ სამყაროს. პროფესორმა ილია თავხელიძემ მოსწავლეებს გააცნო მებიუსის ფურცელი ...
15
2017
Kings -ის ოლიმპიადა.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 2015-2016 სასწავლო წლის Kings -ის ოლიმპიადაში.ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს ...
23
2016
გასართობ ცენტრი ,,Selftime''
2016 წლის 23 დეკემბერს, ახალ წელთან დაკავშირებით, შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ გასართობ ცენტრს ,,Selftime''-ს.ბავშვები უზომოდ ...
15
2016
ახალი სასწავლო წელი
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა - მათემატიკური სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს! ...
10
2016
2015-2016 წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას.
2015-2016 წლის კურსდამთავრებულებო! გილოცავთ სტუდენტობას. გვიხარია, რომ ყველანი სტუდენტები გახდით. გვეამაყება, რომ 50-70 %-იანი დაფინანსება მოიპოვეთ! ...
08
2016
გრძელდება მოსწავლეთა რეგისტრაცია
გრძელდება მოსწავლეთა რეგისტრაცია პირველ კლასში. დარეგისტრირება შეუძლია ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 24 ოქტომბრამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ...
30
2016
გილოცავთ სკოლის დამთავრებას
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა–მათემატიკური სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა XII კლასელს სკოლის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისას. ...
19
2016
მცხეთაში გასვლითი გაკვეთლი ისტორიაში
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის IV-V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები ა.წ-ის 19 აპრილს იმყოფებოდნენ გასვლით გაკვეთილზე ისტორიაში "დიდი მცხეთის არქეოლოგიური ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >