გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
პირველი კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი-ცისანა ჭარბაძე) დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა,იყვნენ დედაენის ბაღშიც. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის როგორც შემეცნებით,ისე ფიზიკური აქტივობის მხრივ.