გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
ახალი წლიდან სკოლას ეყოლება მანდატური. გთხოვთ ყველანაირად ხელი შეუწყოთ და დაეხმაროთ მას ჩვენი სკოლის უკეთ გაცნობაში. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლაში უფრო უსაფრთხო და უკეთესი სასწავლო პირობების ჩამოყალიბებას.