გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სიახლეები
16
2017

შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან და ფიზიკის მასწავლებელთან ერთად ექპერიმენტორიუმს ვესტუმრეთ.
ექსპერიმენტორიუმი საოცარი ექსპონატებითაა აღჭურვილი. გიდი ექსკურსიას კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართავდა. ამდენად, ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულები. ვცდილობდით ვარაუდის გამოთქმას, თუ როგორ დასრულდებოდა ესა თუ ის ცდა, ხოლო მიღებულ შედეგებს შესაბამის ახსნას ვუძებნიდით. ფიზიკის მასწავლებელი, ზინა გველესიანი, ჩვენით ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან ყველა შეკითხვას სწორად ვუპასუხეთ.
მეათე კლასის დამრიგებელი მაია ჯაჯანიძე იუბილარი გახლდათ. ამიტომ მას საგანგებო ადგილი შევურჩიეთ - ლურსმნებით მოჭედილი სკამი. ასეთი სკამი ნამდვილად მოსახერხებელია წონის სწორად განაწილების გამო.
განსაკუთრებით მოგვეწონა, რომ ყველა ექსპონატს უშუალოდ შევეხეთ, მარტივი ცდები თვითონვე ჩავატარეთ. კარგად ვიხალისეთ, როცა შევძელით საკუთარი თავის აწევა ჭოჭონაქის საშუალებით, გაუჩინარება სარკეების დახმარებით, სახეების შერწყმით ახალი სახის მიღება, ჰაერის ზარბაზნით მოწინააღმდეგის "დაბომბვა". კიდევ ერთხელ ყველამ ვაღიარეთ, რომ ფიზიკის ცოდნა აუცილებელია.
სკოლაში კმაყოფილები და ბედნიერები დავბრუნდით.

22
2021
მოგზაურობა საოცრად ტკბილ ქვეყანაში
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა- მათემატიკური სკოლის მოსწავლეების დაუვიწყარი მოგზაურობა საოცრად ტკბილ ქვეყანაში. ბატონი ლევანის მიერ საინტერესოდ მოყოლილი ამბავი, რომელიც ...
16
2021
გურამ დევდარიანის სავტორო ფიზიკა-მათმატიკური სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !
...
19
2021
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის თანამშრომელთა ექსკურსია ყაზბეგში...
...
13
2020
ასე ლამაზად დაასრულეს სასწავლო წელი “გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა მათემატიკური სკოლის “ მოსწავლეებმა
...
05
2020
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა,ფიზიკის მასწავლებლის,ინგა ნაცვლიშვილის თავდაუზოგავი შრომით,ბავშვებს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას აძლევს.
ამ ბავშვებმა კარგად იციან დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე დაკვირვება შეუძლებელია,ამიტომ გამტარში ელექტროდენის აღმოჩენა სწორედ მისი მოქმედების თანამდევ მოვლენებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ...
31
2020
ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ Vl და VIII კლასის მოსწავლეები პედაგოგი: თეო ნადარეიშვილი
...
21
2020
ბოლო ზარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში.ეს ის დღეა როდესაც ემშვიდობები სკოლას და ბავშვობას.
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-12 კლასელებო.გილოცავთ სკოლის დამთავრებას.დაე,მუდამ ბედნიერი გზით გევლოთ ...
15
2020
ჩვენი ბავშვები!
...
14
2020
დედაენის დღე გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში.
...
31
2020
გ.დევდარიანის საავტორო სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი
რევაზ ინანიშვილის ყველა მოთხრობა თუ ნოველა ცალკე უნდა განიხილო,რადგან ყველაზე მცირე ზომის თხზულებაშიც კი დიდი სათქმელია ჩატეული. სწორედ რომ ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >