გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
დღეს კიდევ ერთი საინტერესო და შინაარსიანი დღე აჩუქა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათელა ტაბატაძემ ბავშვებს. შესწავლილი და კლასგარეშე ნაწარმოებების მიხედვით მე-8 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს დისპუტი თემაზე: ,,ბრბოს ფსიქოლოგია". თითოეულმა მათგანმა ისაუბრა საკუთარ მოსაზრებაზე და სრულიად ჯანსაღი დამოკიდებულება გამოხატა ამ საკითხის მიმართ.