გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს ვაკე საბურთალოს რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მატემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოთხ სართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი. ....

<<
ოქტომბერი 2019
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
სკოლის მისია
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მისია

ა) წინაპირობების დადგენისა და შერჩევის გარეშე მიღებული მოსწავლეებისათვის სათანადო სასწავლო პირობების შექმნით გარკვეული ცოდნის მიღება. მცირე კონტინგენტის პირობებში, ინდივიდუალური მუშაობით საგნებში საათობრივი დატვირთვის გაზრდით ისეთი დონის მიღწევა, რომ რეპეტიტორის გარეშე მოსწავლეებმა შეძლონ საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ბ) მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებებად ჩამოყალიბება.

გ)თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით, განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, ურთიერთპატივისცემისა და საკუთარი უფლებების დაცვის უნარი.

დ) მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-აღზრდისათვის საჭირო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა.