გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს ვაკე საბურთალოს რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მატემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოთხ სართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი. ....

<<
ოქტომბერი 2019
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
ექსკურსიები

ზედაზნის მონასტერი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის მიერ არის დაარსებული, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1178 მეტრზე საგურამოს ქედზე მდებარეობს.


X-XI კლასებმა გადავწყვიტეთ ლაშქრობა მოგვეწყო და ფეხით ავსულიყავით საგურამოდან ზედაზნის მონასტრამდე და უკან. მარშრუტის სიგრძე ჯამში თორმეტ კილომეტრს შეადგენს და წესით არ უნდა გაგვჭირვებოდა,ხოლო შესაძლებლობების ფარგლებში მონასტრის მოლოცვის შემდეგ უკანა გზაზე ბუნებაში დაგვესვენა და მწვადები შეგვეწვა. ამ იდეის განხორციელებაში მხარი ზინა, შორენა და გოგა მასწავლებელმაც აგვიბეს და ლაშქრობაც დაიგეგმა.
როგორც იქნა გათენდა შაბათი დილა. სამწუხაროდ თბილისში კოკისპირულად წვიმდა. ლაშქრობის გეგმის თანახმად დილის რვა საათზე სამთო ქიმიის შენობასთან ვიკრიბებოდით საიდანაც მარშუტკით საგურამოში (ზედაზნის გადასახვევამდე) ჩავიდოდით იქიდან კი ფეხით აუყვებოდით ლაშქრობის მარშრუტს. შეკრების ადგილას სასიამოვნო ამბავი გავიგეთ, როგორც აღმოჩნდა წვიმდა მხოლოდ თბილისის შემოგარენში და საგურამოში მშვენიერი ამინდი იყო.

ცხრა საათისთვის ყველანი შევიკრიბეთ და ერთ საათში უკვე ზედაზნის გადასახვევთან ვიყავით. აქ უკვე ბარგი და სამწვადე მანქანაში გადავაწყეთ, რომლითაც ზინა და შორენა მასწავლებელი წინ წავიდოდნენ და დაღლილ მოგზაურებს გამზადებულ სუფრას დაგვახვედრებდნენ. მშვენიერი დილა იყო და ჩვენი ლაშქრობაც დაიწყო. როგორც აღმოჩნდა მარშრუტის დასაწყისშივე მექვაბიძის ბიძის ოჯახი ცხოვრობდა და გზად მათ ახალი ხილი და თონის პურები გაგვატანეს. ასე რომ მხიარულად აუღევით მოხრეშილ აღმართს და საგურამო ქვევით ჩამოვიტოვეთ. გზაზე მეცხვარის ბომბორა ლეკვი გავიცანით, რომელიც დაგვემგზავრა და ნახევარი გზა ჩვენს გვერდით მოდიოდა ცელქობით.

ამინდი ხელს გვიწყობდა და მხიარულად მიუყვებოდით აღმართს, თუმცა ზოგი წინ გაიჭრა ზოგი კი პირიქით ფოტოებს იღებდა გზაზე და ამიტომ ჩამოგვრჩა და გზადაგზა ერთმანეთს ველოდებოდით. ზოგი მუსაიკას უსმენდა გზადაგზა, ზოგი სურათებს იღებდა ან ბინოკლით ათვალიერებდა გარემოს და პირველი კილომეტრი ისე გავიარეთ ვერც გავიგეთ და უკვე ტყეში შევედით. ულამაზესი ბუნებაა გზადაგზა,თან საერთოდ არ ცხელოდა, რაც განწყობილებაზე კიდევ უფრო დადებითად მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა რომ გრილოდა წამოღებული წყლის მარაგი თითქმის გაგვითავდა, ამიტომ მივიჩქაროდით მარშრუტის შუა ნაწილისთვის მიგვეღწია სადაც წყარო გვეგულებოდა. წყარომდე მალე ავედით, აქ წყურვილი მოვიკალით თუ არა დაღლილობამ მასინვე გადაგვიარა მითუმეტეს რომ საკმაოდ კარგი გასართობი საშუალებები აღმოვაჩინეთ. გოგონებმა წუწაობას მიჰყვეს ხელი, ბიჭებმა კი იქვე ადგილობრივი მოსახლეობისგან სპეციალურად მომზადებულ ცხენებზე ვიჯირითეთ და კვადროციკლებზე ვიკატავეთ.

ერთი სიტყვით ერთი საათი საკმაოდ მხიარულად გავატარეთ დასვენება-თამაშში და გზის გაგრძელების დროც მოვიდა. ადგილობრივები შეგვპირდნენ რომ ჩვენს მოსვლამდე მწვადისთვის გამზადებულ კოცონს დაგვახვედრებდნენ და ჩვენც დაიმედებული შეუდექით გზის მეორე ნახევარს.

მაგრად ცხელოდა და რომ არა ზედაზენის ლამაზი ბუნების მიერ გზის ნაპირას გვირაბივით გადმოზნექილი ხეებისგან შექმნილი ჩრდილი ძალიან გაგვიჭირდებოდა აღმართში სიარული. შესვენებებით მაგრამ ნელ-ნელა მაინც მივიწევდით წინ, თან ლამაზ ხედებს ვათვალიერებდით. სასიამოვნო იყო მეგობრებთან სიარული და თან შორენა მასწავლებლის მონაყოლი ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობისა და ზედაზნის მონასტრის დაარსების შესახებ. ასე საუბარ საუბარში გზა შეუმჩნევლად გადიოდა და ჩვენც მთის წვერს ვუახლოვდებოდით, საიდანაც წინაპართა აშენებული მონასტრი გადმოგვყურებდა. რაც უფრო მაღლა ავდიოდით სულ უფრო ლამაზი ხედები იშლებოდა დაბლა და ჩვენც მცირე შესვენებებს ბინოკლიდან მათ დასათვალიერებლად ვიყენებდით.

რაც უფრო მაღლა ავდიოდით სულ უფრო ნაკლებად იგრძნობოდა სიცხე და ნელნელა ბურუსი ფარავდა გარემოს. მონასტერიც მალე გამოჩნდა. სამწუხაროდ დაბლა დიდი ნისლი იყო და თბილისისა და მცხეთის ხედები არ ჩანდა, სამაგიეროდ მონასტრის ეზოში არ იყო ნისლი, რამაც საშუალება მოგვცა მოლოცვისა და სანთლების დანთების შემდეგ საფუძვლიანად დაგვეთვარიელებინა მონასტრის ეზო და გალავანი, რის შემდეგაც ეზოში დადგმულ სკამებზე დავისვენეთ. განუმეორებელი გრძნობა იყო წყნარ და მშვიდ გარემოში ჯდომა და ფიქრი თუ რამდენი შრომის ჩაყრა დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს რომ ეს სილამაზე ჩვენამდე მოსულიყო ხელუხლებელი.

დასვენებამ მოგვთენთა და მოგვაშია. გაგვახსენდა რომ დაბლა წყაროსთან სამწვადედ დანთებული კოცონი გვეგულებოდა და ნელნელა დაშვება დავიწყეთ, რაც ბევრად სწრაფად და თავგადასავლების გარეშე მოვახერხეთ. ჩასულმა ბიჭებმა მწვადის შეწვა, გოგონებმა კი სუფრის გაშლა და წამოღებული ნუგბარის ამოლაგება დაიწყეს. მწვადიც მალე შეიწვა და ყველანი სუფრას მიუჯექით.

ამასობაში გოგა მასწავლებელმა ხელბურთის მოედანი და დასასვენებელი კუთხე მოგვიწყო, ასე რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ბურთით ან ბანბიქტონით თამაშობდა, ვისაც უნდოდა ახლომახლო ბუნების წიაღში დასეირნობდა და ვისაც დასვენება უნდოდა ისვენებდა. გართობაში დრო მალე გაფრინდა და ზინა მასწავლებელმა შეგვახსენა რომ ნახევარი გზა კიდევ გვქონდა ტრასამდე გასავლელი სადაც თბილისსი დასაბრუნებელი ტრანსპორტი გველოდებოდა.

ნელ ნელა დავეშვით, ზურგში საღამოს ნიავი გვიბერავდა და სასიამოვნო გასეირნება გამოგვივიდა დაღმართზე. ტრანსპორტში ჩავსხედით და დაბინდდა კიდეც … სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა მხოლოდ, ლაშქრობაში გატარებული ეს მშვენიერი დღე …