გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სალონმა ( ხელმძღვანელი- მზია ტყემალაძე) ჩაატარა ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო თემაზე: ,,"თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს..." ეს იყო მართლაც ტატოს შესაფერისი უმშვენიერესი საღამო. მადლობა მზია მასწავლებელსა და მე-7, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს!