გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
დღეს ჩვენს სკოლას ესტუმრა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასი სპექტაკლით: ვ, რომლის რეჟისორიც ბრძანდება ქალბატონი მანანა კაზაკოვა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ბატონ კაკო ვაშალომიძის ბენდ ,,დიქსილენდის“ მუსიკალურ ნომრებს. ვფიქრობთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის ეს დღე ერთ-ერთ საინტერესო, სასიამოვნო და სამახსოვრო მოგონებად დარჩება, ვინაიდან ისინი ეზიარნენ მაღალ პროფესიონალურ ხელოვნებას, როგორც თეატრალურ,ასევე მუსიკის ჟანრში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მაღალი სიამოვნება ბავშვებმა მიიღეს ადგილზე უფასოდ და ბედნიერება ჰქონდათ მსახიობებისა და მუსიკოსების უშუალოდ ნახვისა.