გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
სკოლის ბიბლიოთეკის გამგის სვეტა კონჯარიასა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნათელა ტაბატაძის ინიციატივით ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ,, წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალში".