გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
სექტემბერი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერა

გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის

მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი


გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმების მიზანს წარმოადგენს ზოგადი განათლების ფარგლებში სასკოლო ინტერესების გატარების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე სკოლის პოპულარიზაცია, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, კულტურული, სამეცნიერო და შემოქმედებითი სწავლების ხელშეწყობა, ინფორმირებულობის გაზრდა, მოსწავლეთათვის საინტერესო თემების პოპულარიზაციაში ხელშეწყობა, აგრეთვე, ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.

მოსწავლეთა ინიციატივების მხარდასაჭერად სასწავლო წლის ნებისმიერ დროს ახორციელებს განაცხადების (იხ. დანართი N1) მიღებას მოსწავლის/მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფების მხრიდან.

დაწესებულება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ნებისმიერი ინიციატივის განხორციელებას, მათ შორის ისეთს, რომელიც მოითხოვს ფინანსურს მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში სკოლა წლიურად დააფინანსებს არანაკლებ 3 საუკეთესო ინიციატივას.
კონკრეტული ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 500 ლარი.

მოსწავლის/მოსწავლეთა ინიციატივა:

- არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სკოლის მისიასა და სასკოლო საზოგადოების ინტერესებს;

- არ უნდა სცდებოდეს ეთიკის ნორმებს;

- არ უნდა სცდებოდეს ასაკობრივ ცენზს;

- არ უნდა ემსახურებოდეს რელიგიურ თუ რელიგიურ ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის პროპაგანდას)

განაცხადის განხილვის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება ისეთ განაცხადს, რომელიც ხელს შეუწყობს:

1. მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;

2. მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;

3. მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში;

4. მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;

5. მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალებას;

6. აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას დაწესებულების ორგანიზებით განხორციელებულ აქტივობებში და ხელს შეუწყობს სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნებას;

7. სგემ-ის მიზნების განხორციელებას;

8. სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების დანერგვას


განაცხადის თემა მოსწავლეთათვის არის თავისუფალი, ხოლო რაც შეეხება გადარჩევას, განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში, რომელიც ეცნობება განმცხადებელ პირს ან პირთა ჯგუფს.


დანართი N1.

განაცხადის ფორმა

ინიციატივის/პროექტის სახელწოდება:

მოკლე აღწერა:

განხორციელების სავარაუდო ვადა:

მიზანი:

მოსალოდნელი შედეგი:

ჩართული პირები:

გთხოვთ, მოკლედ აღწეროთ რა სახის მხარდაჭერა გესაჭიროებათ სკოლის მხრიდან. დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ ბიუჯეტი.

აღწერა:

ბიუჯეტის ცრილი

აქტივობის/ნივთის დასახელება

1 ერთეულის ღირებულება

რაოდენობა

საფასური

1

2