გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
სექტემბერი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            
სტრატეგიული განვითარების7 -წლიანი გეგმა


შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის

სტრატეგიული განვითარების გეგმა

2023-2030 წ.წ.

შესავალი

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის განვითარებისათვის აუცილებელია სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და გათვლილია შვიდწლიან პერიოდზე.

მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები.

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად.

გეგმა შედგება შემდეგი ინფორმაციისგან:

· სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია;

· მისია;

· ხედვა;

· სტრატეგიული მიმართულებები, პრიორიტეტები;

· დროში გაწერილი განსახორციელებელი ღონისძიებები;

სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია

სტრატეგიული გეგმა გათვლილი და გაწერილია შვიდწლიან პერიოდზე. მისი გადახედვა ხდება საჭიროებისამებრ. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სკოლა იცავს ძირითად სამოქმედო პრინციპებს, კერძოდ:


· გუნდური მუშაობა

· თანამონაწილეობა

· გამჭვირვალობა

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი. იგი უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე და სხვა.

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვის მიზნით, დირექტორის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის პროექტის შემუშავებაზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფში ერთვება სკოლის სტრუქტრული ერთეულები/თანამშრომლები. ჯგუფი აფასებს სკოლის საჭიროებებს და მათი ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს

განვითარების სტრატეგიულ გეგმას.


სტრატეგიული მიმართულებები

პოზიტიური სასწავლო გარემო

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას პოზიტიური სასწავლო გარემო, რომელიც შექმნის ოპტიმალურ პირობებს თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარის სრულყოფილად გამოსავლენად. პოზიტიური სასწავლო გარემო გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებულ, მეგობრულ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო ატმოსფეროს, სადაც მნიშვნელოვანია მოსწავლის მიერ მიღებული შედეგი,რომელიც მიიღწევა კვალიფიციური მასწავლებლების მიერ მოსწავლისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მეთოდებით მიწოდებული ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნის გზით. პოზიტიური სასწავლო გარემოს ცნების განუყოფელი ნაწილია ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობები საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ ყველა რგოლს შორის.

კვალიფიციური კადრები

თანამედროვე მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება, ზრუნვა მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, რაც ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სკოლა გეგმავს ტრენინგებს, მათ აქტივობებს, შეხვედრებს, სადაც მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე, თანამედროვე სწავლების სტრატეგიების ურთიერთგაზიარება.

ტექნოლოგიები, სწავლების თანამედროვე მეთოდები და პარტნიორებთან თანამშრომლობა

სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. აღნიშნული მიზნით უზრუნველყოფილი იქნება მატერიალური რესურსი, რომელიც მუდმივად განახლდება. ასევე, სასწავლო პროგრამებში იგეგმება

New layer...
New layer...