გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
სექტემბერი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            
სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა2023-24

შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა

2023-24 სასწავლო წელი

შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ძირითადი ამოცანებია:

მომავალი თაობის სწორი აღზრდა-განათლება, მათთვის საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სკოლის ძირითადი მაოცანაა.

სკოლაში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი ემსახურება პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდას. სასწავლო პროცესი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და ითვალისწინებს მათ ინტერესებს, შესაძლებლობებს, საჭიროებებს. მისიიდან გამომდინარე, სკოლა საკუთარი მიზნების მისღწევად ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

1. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანები:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევბის გამოსამუშავებლად;

ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.

2. საბაზო საფეხურის ძირითადი მოცანები:

ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;

) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანები:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად

ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

სასწავლო წლის დასაწყისი - 15 სექტემბერი;

პირველი სემესტრის დასასრული 29 დეკემბერი;

ზამთრის არდადეგები 30 დეკემრიდან 14 იანვრის ჩათვლით;

მეორე სემესტრის დასაწყისი 15 იანვარი;

საგაზაფხულო არდედეგები 8-14 მარტის ჩათვლით;

სააღდგომო არდადეგები 3 მაისი - 6 მაისის ჩათვლით;


მეორე სემესტრის დასასრული (II - IX კლასები) 14 ივნისი;

პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი მთავრდება 27 მაისს;

მე-12 კლასელთათვის მე-2 სემესტრის დასრულება 20 მაისი;

სახელმწიფო დასვენების დღეები:

14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა;
23
ნოემბერი - წმინდა გიორგის ხსენების დღე;
19
იანვარი - ნათლისღება;
3
მარტი - დედის დღე;
8
მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
9
აპრილი - სამშობლოსთვის თავდადებულთათვის ხსენების დღე;
9
მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12
მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26
მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად.
მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
სკოლაში სასწავლო კვირა ხუთდღიანია.




სასწავლო