გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს ვაკე საბურთალოს რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მატემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოთხ სართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი. ....

<<
თებერვალი 2020
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  
სიახლეები
08
2019

საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. ბატონმა დავითმა ორი საათი დაჰყო მათთან და ისაუბრა ვირტუალური, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების უპირატესობებზე. მრავალი საინტერესო ცდა აჩვენა მოსწავლეებს მათი უშუალო ჩართულობით: ბგერის სიჩქარის გაზომვა, მექანიკური ტალღების გავრცელება, დრეკადობის ძალის გაზომვა, კონდენსატორების გამოყენება, ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა და სხვ. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ მაიკელსონის ცდა, სინათლის სიჩქარის გაზომვა ხომ ძალიან რთულია და ვირტუალურ ლაბორატორიაში ეს მარტივად მოხერხდა. უსინათლოებისთვის შემუშავებული ხმოვანი ლაბორატორია საუკეთესოა. თუ ფართო წარმოებაში ისეთი კარადების ჩაშვება მოხდება, როგორიც ბატონმა დავითმა შეიმუშავა, ბევრ უსინათლო ადამიანს ცხოვრებას ძალიან გაუმარტივებს. მოსწავლეებმა გაიცნეს რობოტი „ღამურა“, რობოტი „სვანი ობობა“, მომღერალი კოკა-კოლას ქილები. ისინი მოიხიბლნენ რობოტი „მეგანოიდით“, რომელიც სიამოვნებით ესაუბრება ადამიანებს, სეირნობს მათთან ხელჩაკიდებული და ცეკვავს მათივე მითითებებით. ფიზიკის გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს ისტორიკოსმა დამრიგებლებმა მაია ჯავაშვილმა და ლელა თვალიაშვილმა. ბატონი დავითი უშურველად ხარჯავს თავის დროს და ცოდნას მოსწავლეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიზიკა არასტანდარტულ აზროვნებას ავითარებს და თანამედოვე ტექნოლოგიების განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს. ერთობლივი პროექტების განხორციელებაც შესთავაზა მოსწავლეებს. იმედია, მასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

20
2019
2019წ. 20 დეკემბერს ახალ წელთან დაკავშირებით, გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან ერთად ესტუმრნენ გასართობ ცენტრს.
ბავშვები უზომოდ კმაყოფილები და გახარებულები იყვნენ იმ საახალწლო პროგრამით, რომელიც მათ ცენტრმა მოუწყო. პროგრამა დატვირთული იყო კონკურსებით, შეჯიბრებებითა და ...
19
2019
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა- მათემატიკური სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო -ფიზიკის კათედრაზე ჩაუტარდათ.
(მასწავლებელი: ზინა გველესიანი) პროფესორი დავით სონღულაშვილი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ხშირად მასპინძლობს. მის ლაბორატორიაში მრავალი საინტერესო ცდის ნახვაა შესაძლებელი. ...
22
2019

გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა- მათემატიკური სკოლის მოსწავლეების დაუვიწყარი მოგზაურობა საოცრად ტკბილ ქვეყანაში. ბატონი ლევანის მიერ საინტერესოდ მოყოლილი ამბავი, რომელიც ...
16
2019
გურამ დევდარიანის სავტორო ფიზიკა-მათმატიკური სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !
...
19
2019
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის თანამშრომელთა ექსკურსია ყაზბეგში...
...
13
2019
ასე ლამაზად დაასრულეს სასწავლო წელი “გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა მათემატიკური სკოლის “ მოსწავლეებმა
...
05
2019
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა,ფიზიკის მასწავლებლის,ინგა ნაცვლიშვილის თავდაუზოგავი შრომით,ბავშვებს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას აძლევს.
ამ ბავშვებმა კარგად იციან დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე დაკვირვება შეუძლებელია,ამიტომ გამტარში ელექტროდენის აღმოჩენა სწორედ მისი მოქმედების თანამდევ მოვლენებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ...
31
2019
ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ Vl და VIII კლასის მოსწავლეები პედაგოგი: თეო ნადარეიშვილი
...
21
2019
ბოლო ზარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში.ეს ის დღეა როდესაც ემშვიდობები სკოლას და ბავშვობას.
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-12 კლასელებო.გილოცავთ სკოლის დამთავრებას.დაე,მუდამ ბედნიერი გზით გევლოთ ...
15
2019
ჩვენი ბავშვები!
...
1
2
3
4
5
6
7
8
 >