გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სიახლეები
15
2015

უფროსკლასელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

ფიზიკის დეპარტამენტს ესტუმრნენ

გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები და ფიზიკის მასწავლებლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს ვესტუმრეთ. ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგვეხმარა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გელა გოდერძიშვილი.

ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა დავით სონღულაშვილმა გულითადად გვიმასპინძლა. მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა ვირტუალური ლაბორატორია და ამ ლაბორატორიის დახმარებით ამოცანებიც ამოახსნევინა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა რეალურ-ვირტუალური ამოცანების ამოხსნა. რეალური და ვირტუალური სამყაროს საოცარი სინთეზი საშუალებას იძლევა პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტის პროცესში დავაკვირდეთ თვალისთვის შეუმჩნეველ მოვლენებს. მაგალითად, გამტარში დენის გავლის პროცესში ნაწილაკების მოძრაობას, წინაღობის ცვლილებას ტემპერატურის ცვლილებით. ამ გზით მიღებული შედეგები მოსწავლეს არასდროს დაავიწყდება.

ბატონმა დავითმა ხმოვანი ლაბორატორიაც გაგვაცნო. მასში მექანიზმები ხმოვან ბრძანებებს ასრულებენ. განსაკუთრებული ხალისით მაინც რობოტები დავათვალიერეთ: ზოგი ხატავს, ზოგი წერს, ზოგი დაბრკოლებებს მოხერხებულად უვლის გვერდს, ზოგი ბალანსირების დიდოსტატია, ზოგიც ფოტოდიოდის დახმარებით, რთულ ტრაექტორიაზე ყოველგვარი შეცდომის გარეშე მოძრაობს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული რამდენიმე საათი მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

30
2018
ჩვენი თბილი მასწავლებელი...
...
30
2018
სტუ –ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი.
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები სტუმრად...სტუ –ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი.მიკრობიოლოგია–––––დანელია ირინე (- პროფესორი)და მათი ლაბორანტების ...
25
2018
გასვლითი გაკვეთილი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს. ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს: საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი; კამპუსის ...
25
2018
მარჯვე ხელები.
ჩვენს სკოლაში სხვა ბევრ საჭირო საგანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ხელოვნებასაც ენიჭება. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ამ სფეროში პირველ ...
24
2018
ჩვენ გვიყვარს კითხვა!
...
20
2018
ჩვენი სკოლა ტექნოპარკს ესტუმრა.
გ.დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ტექნოპარკს.პატარა ინოვატორებმა დაათვალიერეს Little bits,Lego Robot X.3D ბეჭდვის ოთახები.ასევე გაეცვნენ ლაზერული მჭრელის მოქმედების ...
14
2018
14 აპრილი დედაენის საერთაშორისო დღეა. გილოცავთ!
შპს გურამ დევდარიანის საავტორო სკოლამ დღევანდელი დღე დედაენის ბაღში გასვლითი გაკვეტილით აღნიშნა. ...
21
2018
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ჩვენს სკოლაში.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის ...
24
2018
გილოცავთ ახალ წელს!
...
16
2017
ექსპერიმენტორიუმი.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან და ფიზიკის მასწავლებელთან ერთად ექპერიმენტორიუმს ვესტუმრეთ.ექსპერიმენტორიუმი საოცარი ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >